10:36 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-16 17:21:30, 1523 ნახვა

საზოგადოება
საქაერონავიგაცია 10 თვის განმავლობაში 6.8 %-ით მეტ საჰაერო ხომალდს მოემსახურა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაციის" ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 6.8%-ით გაიზარდა.

2018 წლის იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 127 271 ინსტრუმენტალური ფრენა. აღნიშნული მაჩვენებელი 8 118 ფრენით და 6.8%-ით მეტია 2017 წლის იმავე პრიოდის მაჩვენებელზე.

2018 წლის იანვარ-ოქტომბრის  პერიოდში შესრულებული გადაფრენების რიცხვმა 87 301 ფრენა შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 1 821 ფრენით, ანუ 2.1% -ით მეტია.

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება საქართველოს აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონებშიც. საქაერონავიგაცია 10 თვის განმავლობაში საქართველოს სამ საერთაშორისო და ორ ადგილობრივ აეროპორტში  39 970 საფრენოსნო ხომალდს მოემსახურა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6 297 ფრენით, ანუ 18.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 2018 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში შეადგენს 35 004 971 კმ-ს. აღნიშნული მაჩვენებელი 34 866 კმ-ით და 0.1%-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.

საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად იყენებენ: TURKISH AIRLINES (14 832), AZERBAIJAN AIRLINES – AZAL(5 333), QATAR AIRWAYS (4 758), THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD (3,042), SINGAPORE AIRLINES (3 726).

საქართველოს აეროპორტების   აფრენა-დაფრენის ზონებში ტოპ-მომხმარებელად ისევ GEORGIAN AIRWAYS ( 6 521),  TURKISH AIRLINES (3 692), WIZZ AIR HUNGARY (3 080), FLYDUBAI (1,613), FLYDUBAI(1 872) დაფიქსირდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics