2015-06-14 07:06:49, 400 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები სტიქიასთან საბრძოლველად მობილიზებულნი არიან
თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილი საგანგებო ვითარების გამო, თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები გვიან ღამიდან მობილიზებულნი არიან. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ.
„საინჟინრო ბრიგადისა და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის წარმომადგენლები მოსახლეობის დასახმარებლად და სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის ლიკვიდაციის სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები ინტენსიურად მუშაობდნენ ვაკე-საბურთალოს მონაკვეთზე, მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე.
მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და პირადი შემადგენლობა, რათა საჭიროების შემთხვევაში თავდაცვის უწყება მეტი მასშტაბით ჩაერთოს სტიქიით გამოწვეული ზარალის ლიკვიდაციის პროცესში“, - აცხადებენ უწყებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან