12:56 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-16 09:19:41, 2991 ნახვა

მსოფლიო
კალიფორნია მასშტაბურ ხანძარს ებრძვის - დაიღუპა 66 ადამიანი, 600-ზე მეტი კი, დაიკარგა [ვიდეო]

კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ცეცხლმა ქალაქი პარადაისი თითქმის მთლიანად გაანადგურა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ქალაქის თავიდან აშენებაა საჭირო. 

მედიის ცნობით, 631 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ხანძრის გავრცელების ფართობი 55 ათას ჰექტარს აჭარბებს. ცეცხლმა თითქმის 7 ათასამდე შენობა-ნაგებობა გაანადგურა. ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 

ცნობისთვის, ხანძარს კალიფორნიაში უკვე 1 კვირის განმავლობაში ებრძვიან. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics