09:00 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-14 12:00:47, 1042 ნახვა

საზოგადოება
„პირველი მსოფლიო ომის დასასრული - გზა ევროპისკენ“ - კაუნასში გამოფენა გაიხსნა

კაუნასის პირველი მსოფლიო ომის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა „პირველი მსოფლიო ომის დასასრული - გზა ევროპისკენ", რომელზეც რვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს,  სახელმწიფო და ეროვნულ არქივებში დაცული დოკუმენტებია წარმოდგენილი.

ექსპოზიციის გახსნაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა. 

გამოფენა ასახავს 100 წლის წინანდელ ევროპის ქვეყნებს, მათ შორისა: ლიეტუვა, საქართველო, ბელორუსია, უკრაინა, პოლონეთი, ფინეთი, ესტონეთი, ლატვია. თითოეულ ამ ქვეყანაში პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ განვითარებული მოვლენები წარმოდგენილია წერილობითი და ფოტოდოკუმენტებით.

საქართველოს შესახებ ბანერი ასახავს ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს, როგორიცაა საუკუნის წინათ ჩვენს ქვეყანაში ახალი სახელმწიფოს - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის - ჩამოყალიბება, საკანონმდებლო ორგანოს საყოველთაო არჩევნები, კონსტიტუციის მიღება და სხვა.

გამოფენა 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics