01:22 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-12 09:40:18, 512 ნახვა

რეგიონი
„მწვანე სივრცე ყველა ეზოში“ - ახალი ინიციატივა ბათუმის უბნებისთვის

„მწვანე სივრცე ყველა ეზოში" - ახალი ინიციატივა, რომლის განხორციელებაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ  ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან და გამწვანების სამსახურის ახალ ხელმძღვანელთან დავით დიასამიძესთან ერთად დაიწყო.

პროექტი ითვალისწინებს ბათუმის მჭიდროდ დასახლებულ უბნებში ახალი სკვერების მოწყობას და გამწვანებით ღონისძიებეში მოსახლეობის ჩართულობას.

თამარის დასახლებაში მწვანე სივრცისათვის შერჩეულ ტერიტორიაზე  თორნიკე რიჟვაძემ და ლაშა კომახიძემ ხე-მცენარეები ბავშვებთან  ერთად დარგეს. თითოეული ნერგი სახელობითი იქნება, რაც პროექტისადმი ინტერესს მოსახლეობის მხრიდან განსაკუთრებით ზრდის. ამ ეტაპზე თამარის დასახლებაში დაირგო 100-მდე მარადმწვანე, ბუჩქოვანი და ყვავილოვანი ნერგი.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, ახალი ინიციატივა „მწვანე სივრცე ყველა ეზოში" გრძელვადიანი პროექტია და ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბანს მოიცავს.

„მნიშვნელოვანია მოქალაქეთა მხრიდან მწვანე სივრცების მოწყობაში თანამონაწილეობა. პროექტი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას, ახალგაზრდა თაობაში გარემოს დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას. ასეთი ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ შევუქმნათ ჩვენს შვილებს  უკეთესი გარემო, მწვანე ქალაქი " აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლიდან ახალი მწვანე სივრცეების მოსაწყობად 3000-ზე მეტი ნერგია გათვალიწინებული.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics