08:05 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-11 11:48:39, 1263 ნახვა

საზოგადოება
ზეკარის ტყეში ხანძრის ჩსაქრობად 110 მეხანძრე-მაშველი მუშაობს

ბაღდათის რაიონის სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში ხანძარია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დამატებითი ძალები ჩაერთვნენ.

მათივე ცნობით, ადგილზე გვიან ღამით გაიგზავნა ტყის ხანძრის ქრობის ახალი ტექნიკა და მეხანძრე-მაშველების დამატებითი ჯგუფები. შექმნილია საგანგებო შტაბი.

ამ დროისთვის, ადგილზე 110 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

ცეცხლი შერეული ტყის ქვედა საფარს უკიდია. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics