17:39 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-09 15:09:03, 1956 ნახვა

კომენტარი
​სარალიძე მერაბ მორჩაძეზე: რატომ ცნეს დამნაშავედ, საერთოდ ეს ადამიანი ვინ არის, არ ვიცი

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ეხმაურება.

როგორც სარალიძემ აღნიშნა, ხელისუფლებას მორჩაძის დაკავება "მღელვარების ჩასახშობათ" სჭირდებოდა. მისთვის გაუგებარია, თუ რატომ იყო მორჩაძე ამ დრომდე დაკავებული. 

„ეს იყო უბრალოდ, მოჩვენებით პასუხისგებაში მიცემული პირი, რომ ვითომ ჩაეხშოთ ეს მღელვარება. თავიდანვე ვთქვი, რომ ეს ადამიანი საერთოდ ტყუილად გაწირეს. ეს იყო სუბელიანის ხრიკები, ვიღაც უნდა მიეცათ პასუხისგებაში და რომ გავჩერებულიყავი მე, მაგალითად და მე ვითხოვ ჩემი შვილის მკვლელების დასჯას და არა - ვინ ვიღაცას ფული აჩუქა და ვინ ვიღაცას დაეხმარა. არ ვიცი, რას აკეთებენ მაგ მხრივ არ ვიცი, რატომ ცნეს დამნაშავედ ესეც არ ვიცი, რატომ აძლევენ პასუხისგებაში ესეც არ ვიცი, საერთოდ ეს ადამიანი ვინ არის, არ ვიცი“, - განაცხადა სარალიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics