19:57 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-05 15:58:34, 1380 ნახვა

კომენტარი
კალაძე: არის გარკვეული პრობლემები, რომელსაც სჭირდება მოგვარება და ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული

„არის გარკვეული პრობლემები, რომელსაც სჭირდება მოგვარება და ჩვენ ეს ყველაფერი კარგად გვაქვს გააზრებული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

იგი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტიის თავჯდომარემ სწორი აქცენტები დასვა.

„ხშირად თქვენ შეცდომაში შეგყავთ მოსახლეობა მიზანმიმართულადაც, ხომ ვიცით ეს ყველაფერი. პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილმა მოიგო, ხომ მეთანხმებით ამაში?-მეთანხმებით. ცოტა სხვაობით, მაგრამ მაინც მოიგო. რაც შეეხება, მეორე ტურს, მეორე ტურში დარწმუნებული ვარ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს. რაც შეეხება ზოგადად საზოგადოების განწყობას, მე ამაზე ვისაუბრე არჩევნების მეორე დღესვე, რომ  ეს იყო პასუხი საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების მიმართ, გარკვეული გზავნილი, ჩვენ ვისაუბრეთ რომ არის გარკვეული თემები, რომელიც გარკვეულ მღელვარებას გამოხატავს საზოგადოებაში. არის გარკვეული პრობლემები, რომელსაც სჭირდება მოგვარება, ჩვენ ეს ყველაფერი კარგად გვაქვს გააზრებული, კარგი ანალიზი გვაქვს გაკეთებული, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics