21:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-03 17:52:40, 1668 ნახვა

კომენტარი
სარალიძე: ჩემთვის ივანიშვილი არაფერს წარმოადგენს, თუ არ ეშინია, უნდა შემხვდეს

„ივანიშვილს რა აქვს ჩემზე სათქმელი ეგ მაინტერესებს, იმდენი ბრალდება წამოვიდა პირადად მისგან ვეღარ დავთვალე, თუ არ ეშინია უნდა შემხვდეს“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობის წინ განაცხადა, სადაც ამ წუთებში შვილმოკლული მამების მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.

როგორც სარალიძემ აღნიშნა, დაუპირისპირდება ნებისმიერ ადამიანს, ვინც მის ოჯახს შეურაცხყოფას მიაყენებს.

„ჩემი სათქმელი მთელი სახელმწიფოსთვის ნათქვამი მაქვს უკვე. ბიძინა ივანიშვილს რა აქვს სათქმელი ეგ მაინტერესებს, სადაც მადანაშაულებს, რომ „ნაციონალების“ კოორდინატორი იყოო, „ნაციონალებს“ უნახავს ადგილსო. იმდენი ბრალდებელი წამოვიდა უკვე ბიძინა ივანიშვილისგან, ვეღარ დავთვალე უკვე.  თავის გადასაწყვეტია შემხვდება თუ არა, თუ არ ეშინია, უნდა შემხვდეს. რეალური პასუხების და კითხვების თუ არ ეშინია უნდა შემხვდეს. თუ არ უნდა შეხვედრა არ დავაძალებ, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს პირდაპირ, ღია ეთერში გამცეს იმ კითხვებზე პასუხი, რა ბრალდებებიც წამოვიდა ჩემ მიმართ. ან თუ არ არის ამ საქმეში გათვითცნობიერებული, ის ვინც უთხრა, რომ ზაზა სარალიძე ასეთიაო, ის ხალხი გამოიყვანოს და მოახდევინოს ბოდიში. არ ეყოთ ამდენი ტალახის სროლა?! ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი არაფერს წარმოადგენს, ჩვეულებრივი ადამიანია, ნებისმიერ ადამიანს დავუპირისპირდები, ვინც ოჯახის მიმართულებით ტალახს ისვრის“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics