12:30 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-12 10:51:42, 466 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციისთვის სრულიად მიზანმიმართული კამპანიაა

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, მისი უწყების დისკრედიტაციის მცდელობა ხდება.

ამის შესახებ მან „მაესტროს 9–იანში“ ლეიტენანტ დავით ნემსაძესა და გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას შორის დაწყებულ დაპირისპირების საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

მინისტრის თქმით, მას ამ დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია  აქვს და საქმის მოკვლევა სამხედრო პოლიციის უფროსს დაავალა.

„მე ვიცი ამ ამბის შესახებ, მთელი დღის განმავლობაში მედიას და „ფეისბუქს“ თვალს ვადევნებდი.  მე ვესაუბრე სამხედრო პოლიციის უფროსს და ვთხოვე, ამ საქმის მოკვლევა დაიწყონ მოკვლევა.  ეს რამდენიმე კომპონენტისგან შედგება და ყველაფერი უნდა გაირკვეს. მე არ ვიცი, ვინ, სად, რისთვის იბრძვის, „ნაციონალების“ გამოსავლენად. ჩემთან არავინ არ მოსულა და მსგავსი ტიპის პრეტენზიები არ წამოუყენებია. რთულად შემიძლია წარმოვიდგინო ადამიანი, რომელიც ვერ მოახერხებდა ამ თემებზე ჩემთან გასაუბრებას, სანამ საჯარო ისტერიას მოაწყობდა. მე გავეცანი ინკოგნიტო „ფეისბუქის“  გვერდს და ჩემი ინტერესის საგანია მისი ავტორი, რადგან აქ არის სრულიად მიზანმიმართული კამპანია თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციისთვის, ყველაფერი რაც იქ წერია ან უნდა დადასტურდეს, რომ სიმართლეა, ან ასეთი ტიპის დისკრედიტაციას პასუხი უნდა გაეცეს“, – აღნიშნა ხიდაშელმა.

ხიდაშელის განცხადებით, მისი, როგორც თავდაცვის მინისტრის ამოცანაა, უწყების, გენშტაბის, რომელიმე გენერლის დისკრედიტაცია არ დაუშვას.

„ ჩემი ამოცანაა, არ დავუშვა დისკრედიტაცია ადამიანების, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს ქვეყანაში თავდაცვის მშენებლობაში. გენერალი ჩაჩიაბა სწორედ ერთ–ერთი ასეთია, ადამიანი, რომელსაც ერთ–ერთი დიდი დამსახურება აქვს თუ კი რამე წარმატებაზე ვსაუბრობთ ნატო–სკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ზელენსკი: ეს არის სრულიად სამართლიანი პასუხი ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებზე თავდასხმებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics