04:41 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-30 15:28:17, 1184 ნახვა

სამართალი
შსს-მ ახალქალაქში, „ძალა ერთობაშიას“ წევრებზე მომხდარ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა დღეს ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიებით დგინდება, რომ 30 ოქტომბერს ახალქალაქში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე პოლიტიკური პარტია "ძალა ერთობაშიას" შტაბთან მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც "ძალა ერთობაშიას" შტაბის წევრებმა სხეულის დაზიანება მიიღეს.

სამართალდამცველების მიერ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინტენსიურ რეჟიმში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics