03:41 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-29 15:39:05, 1078 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ოპოზიციას არჩევნების მეორე ტურისთვის საერთო შტაბის შექმნას სთავაზობს

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე ინიციატივით გამოდის, რომ არჩევნების მეორე ტურის უკეთ მოსამზადებლად, ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო შტაბი შეიქმნას.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, თითოეული ოპოზიციური კანდიდატის ვალდებულებაა, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

„გუშინ საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა და ამომრჩეველმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი  ნება. მათ უარი უთხრეს სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას და უარი უთხრეს იმ უკუსვლის  გაგრძელებას, რომელიც ქვეყანას მოუტანა ივანიშვილის გუნდმა. ამიტომ  გუშინდელი არჩევნების შემდეგ, რა თქმა უნდა გაერთიანებული ოპოზიციის და მისი კანდიდატის მაგრამ ასევე თითოეული ოპოზიციური კანდიდატის ვალდებულებაა ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე და ბოლომდე ავსახოთ ჩვენი ხალხის და ამომრჩევლის ნება უკვე მეორე ტურის შედეგებში. გამოვდივარ ინიციატივით, მეორე ტურის უკეთ მოსამზადებლად, შეიქმნას ოპოზიციური პარტიების მეორე ტურის საკოორდინაციო შტაბი სადაც ყველა ერთად  ვიმუშავებთ კოორდინირებულად მეორე ტურის მომზადების და გამარჯვებისთვის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics