22:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-29 00:21:08, 1809 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: გამოიკვეთა და ცხადია, რომ არჩევნების მეორე ტური შედგება

1000 უბნის მონაცემის მიხედვით, რომლებიც ჩვენმა წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს, გამოიკვეთა და ცხადია, რომ არჩევნების მეორე ტური შედგება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, მეორე ტურში გაიმარჯვებს.

„იმ 1000 უბნიდან გამომდინარე, რომელიც არის წარმოდგენილი ჩვენს წინაშე ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან. მე მოვუწოდებ ყველას, რომ განაგრძონ ხმის დათვლის პროცესი და დაიცვან სათანადო პროცედურები იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო პროცესის ისე დასრულება, როგორც წარიმართა აქამდე.  ეს არის ნორმალური მოვლენა. ჩვენ ვთქვით, რომ დაახლოებით ყოველი მეორე ამომრჩეველი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“. ამ შემთხვევაშიც ეს დაახლოებით ასე იყო, თუმცა დაგვაკლდა ცოტა, იმისათვის, რომ პირველ ტურში გაგვემარჯვებინა. დღევანდელი სურათი არის ასეთი, რომ საჭიროა მეორე ტური, თუმცა ჩვენ ვამბობდით, რომ ეს იყო შესაძლებელი და ჩვენ ვართ დარწმუნებული მეორე ტურში გამარჯვებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics