22:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-28 16:12:39, 1831 ნახვა

კომენტარი
გრიგოლ ვაშაძე - არჩევნებში ფანტასტიკური შედეგით ვიმარჯვებთ

ჩვენ ამ არჩევნებში ფანტასტიკური შედეგით ვიმარჯვებთ, - ამის შესახებ მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან საარჩევნო პროცესში დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა და მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„არჩვეულებრივი მხარდაჭერა და განწყობა აქვს ყველა ჩვენ მოქალაქეს, სადაც არ უნდა შევხვდეთ მათ. სულ უფრო და უფრო უმტკიცდება საქართველოს მოქალაქეს იმის განცდა, რომ ჩვენი სამშობლო დიდი ხანია ასე ახლოს არ ყოფილა პოზიტიურ ცვლილებებთან. ამიტომ თხოვნით მივმართავ ჩვენს თანამოქალაქეებს, ძალიან გთხოვთ მეგობრებო, მიბრძანდით 8 საათამდე, მიეცით ხმა, მოიხადეთ თქვენი კონსტიტუციური ვალი და რაც მთავარია გამოიყენეთ თქვენი კონსტიტუციური უფლება.

მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ გამარჯვებას კარგად გრძნობს ქურდული ოცნება და ე.წ ხელისუფლებაც. ასობით შემთხვევაა უკვე დაფიქსირებული გაყალბების მცდელობისა. ასობით შემთხვევაა დაფიქსირებული ამომრჩევლის მოსყიდვისა, ეს სიები, ნივთიერი მტკიცებულებები ყველაფერი ატვირთული არის ჩვენს საიტზე, გადაცემული არის საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის და ყველას ვისაც აინტერესებს თავისი სამშობლოს ბედი, ყველას შეუძლია ნახოს.

უპირველეს ყოვლისა, მივმართავ ჩვენს თანამოქალაქეებს, მეგობრებო, 50 ლარი დაგეხარჯებათ ძალიან სწრაფად, ამ 50 ლარად თქვენ ყიდით შვილების და შვილიშვილების მომავალს. იმიტომ, რომ 50 ლარის დახარჯვის შემდეგ გაიღვიძებთ ზუსტად ისევ ისეთ ამაზრზენ რეალობაში, რომელშიც ჩვენ 6 წელიწადი ვცხოვრობდით.

მინდა მივმართო კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს - მეგობრებო, თქვენზე გადის ჩვენი სამშობლოს დაცვის ხაზი ამ წუთს. ნუ შეუწყობთ ხელს ქურდული "ოცნების" ე.წ. ხელისუფლებას, რომ ქართველი ხალხის არჩევანი და გამარჯვება მოიპაროს, გვერდში დაგიდგებით, ჩენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს ტრანსფარენტულად, გამჭვირვალედ და დემოკრატიის სტანდარტების შესაბამისად“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics