22:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-28 13:16:22, 1682 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე: ამომრჩევლები მიდიან დიდუბის მე-12 უბანზე, აძლევენ ხმას, იცვლიან ტანსაცმელს და შედიან მე-13 უბანზე

"დიდუბის 28-ე უბანზე ჩაბარებული 1450 ბიულეტინიდან, სადემონსტრაციო ოლქზე დაწერეს 1400, 50 ბიულეტინის გაყალბება უნდოდათ ", - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფნგზე განაცხადა.

ვაშაძემ კონკრეტული ფაქტებიც წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ამომრჩევლები ხმას რამდენიმე უბანზე აძლევენ.

"დიდუბის 12-13 უბნებზე, რომელიც არის ერთ შენობაში განლაგებული მანქანა დგას, ჯიპით გადაადგილდებიან. ამომრჩევლები ჯერ მიდიან მე-12 უბანზე, აძლევენ ხმას და შემდეგ იგივე ადამიანები, იცვლიან ტანსაცმელს და შედიან მე-13 უბანზე. ისინი გადაადგილდებიან შავი ჯიპით, სახელმწიფო ნომრით ZA 001 UN", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მან ასევე გორში დაფიქსირებულო დარღვევაზე ისაუბრა:

"გორის პირველ უბანზე გაცემულ ბიულეტინზე ხელმოწერები დაფიქსირდა მეტობით. ჩვენი ინფორმაციით ხელმოწერებს აკეთებენ წინასწარ, დარღვევებია სამგორის 26-ე უბანშიც", - განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics