00:54 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-27 16:40:12, 1787 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი - სახელმწიფო ყოველთვის მზად არის თავისი ვალდებულებები შეასრულოს ბიზნესის წინაშე

„არ არსებობს სახელმწიფო, მათ შორის არც საქართველო, რომელსაც აწყობს წარმოების შეჩერება, მითუმეტეს, ამდენი სამუშაო ადგილის გაჩერება, თუ ამას ისიც დაემატება, რომ ამაზე დამოკიდებულია მედიასაშუალების ფუნქციონირება, ეს ინტერესი კიდევ უფრო მეტ შინაარსს იძენს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკმ „ომეგა ჯგუფის" მიერ დავალიანების გადახდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, თვითონ ბიზნესიც არ არის დაინტერესებული წარმოების გაჩერებით და თუ გადახდა დაიწყო, სახელმწიფო ყოველთვის მზად არის თავის ვალდებულებები შეასრულოს ბიზნესის წინაშე, თანაც გარკვეული დათმობებით.

„მთავარია, რომ სახელმწიფომ უნდა იფიქროს არა მარტო საშემოსავლო ვალდებულებების შესრულებაზე, არამედ ადგილობრივი წარმოების გაჩერების საშიშროებაზე, მაგრამ ბიზნესმა ამით არ უნდა ისარგებლოს და მითუმეტეს, ტელევიზიით არ უნდა დააშანტაჟოს სახელმწიფო. თუკი გადახდა დაიწყო, აქციზების გაცემაც უნდა დაიწყოს, ეს არის ორმხრივი ინტერესი. მაგრამ ამ ინტერესს სხვადასხვა შინაარსი აქვს, ასე რომ მე არ მგონია, რომ რამე არასწორი ხდება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, „ომეგას" წარმოებაზე პირდაპირ იყო დამოკიდებული ტელევიზიის საქმიანობა და ამით სპეკულაციების მთელი კასკადი ვიხილეთ.

„აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ წარმოება ერთია, მეორეა ადამიანები, ვინც ტელევიზიაში მუშაობენ, არ იღებენ ხელფასს და საქმიანობა შეწყვიტეს  იმის გამო, რომ რომ ბიზნესმა ვერ შეძლო მათი ანაზღაურების გადახდა. თუ პრაგმატულად ვიმსჯელებთ, სახელმწიფოსთვის სასარგებლოა ომეგა ჯგუფის ამუშავება იმ პირობებით, რომ სახელმწიფოს დავალიანება უნდა გადაუხადოს", - მიიჩნევს გია ვოლსკი.

ცნობისთვის, „ომეგა ჯგუფმა“ სახელმწიფო ბიუჯეტში, კომპანია ოჯთ-ს მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, მილიონი ლარი ჩარიცხა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, შედეგად, კომპანია ოჯთ-ს ანგარიშს ინკასო მოეხნსა. გარდა ამისა, ყადაღა მოეხსნა ოჯთ-ს საბრუნავ საშუალებებს, რათა კომპანიას წარმოების განახლების შესაძლებლობა მიეცეს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics