01:08 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-24 19:59:45, 1140 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ამ დისკუსიის წარმართვის დროს, ირღვეოდა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, რაც სამწუხაროა

„ეს იყო პარტიის თავმჯდომარის გამოსვლა, სადაც საუბარი იყო იმ ვითარებაზე, რეალობაზე, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შესახებ საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დისკუსიისას, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები ირღვეოდა, რაც ძალიან სამწუხაროა.

„ძალიან ცუდია, რომ ამ ფორმით წარიმართა ეს დისკუსია, როგორითაც წარიმართა და ხედავდით თუ ვინ იყო ამ ყველაფრის ინიციატორი და რამდენად ირღვეოდა ეთიკის სტანდარტები, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, ამ დისკუსიის წარმართვის დროს, რაც არის ძალიან სამწუხარო. იყო საუბარი იმაზე, თუ სად არის სიყალბე და სად არის სიმართლე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემის აზრით, საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა ის, თუ რეალურად რა როგორ არის ამ ქვეყანაში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics