01:08 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-24 15:31:07, 1196 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე: მივიღეთ ხელისუფლება, რომელიც საერთოდ ვეღარ ხედავს ადამიანების გაჭირვებას

ტრაგიკული სურათი ხელისუფლების, რომელსაც აღარ ესმის ხალხის პრობლემები - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს.

ბაქრაძის თქმით, ივანიშვილის გამოსვლა საუკეთესო პასუხია კითხვაზე, თუ რატომ უნდა მივიდეთ არჩევნებზე და რატომ არ უნდა მივცეთ ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატს.

„ჩვენ მოვისმინეთ ქართული ოცნების ხედვა, რომ თურმე ქვეყანაში აღმშენებლობის პროცესი მიმდინარეობს და ადამიანები ვერ ხვდებიან ამას იმიტომ, რომ ჟურნალისტები აწვდიან ინფორმაციას სხვანაირად. ჩვენ რომ ერთი დღე ტელევიზორი სახლში გამოვრთოთ, თურმე დოლარი გახდება 2 ლარზე ნაკლები, გავიგონებთ აგუგუნებული ქარხნების ხმას, სახლში დავინახავთ გავსებულ მაცივარს. ეს ყველაფერი იქნებოდა სასაცილო, რომ არ იყოს ტრაგიკული, რადგან ეს ეხება ასეულობით ათასი ოჯახის ბედს, რომელიც ივანიშვილისგან სამუშაო ადგილებს, გაიაფებულ კომუნალურ გადასახადებს ელოდებოდა. 6 წლის თავზე მივიღეთ ხელისუფლება, რომელიც საერთოდ ვეღარ ხედავს ადამიანების გაჭირვებას.

ჯადოსნური 4 წლის შემდეგ, კიდევ უნდა ველოდოთ ჯადოსნურ 1 წელს ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იმ 4 წელიწადში ხალხს პირდებოდნენ უკეთესობას, ხოლო ამ ერთ წელიწადში ამოცანა იქნება ოპონენტების გაჩუმება“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics