|
2018-10-24 14:06:54, 1232 ნახვა
საზოგადოება
კრაკოვში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
ქართული ღვინის დეგუსტაცია პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, კულინარიის ფესტივალზე „Najedzeni Fest" გაიმართა. ფესტივალი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს კრაკოვში და იქ მოწყობილ ქართულ კუთხეში ყველა ის ღვინო იყო წარმოდგენილი, რომლის იმპორტიც საქართველოდან პოლონეთში ხორციელდება. ამჟამად საქართველოდან პოლონეთში ღვინის ექსპორტს 40-ზე მეტი კომპანია ახორციელებს. ფესტივალზე ქართული ღვინის წარდგენა, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Malinova"-ს ორგანიზებით გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ჩოლობარგიას განცხადებით, პოლონეთში მარკეტინგული აქტივობები მომავალ წელსაც გაგრძელდება. „ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარზე, პოლონეთში, მარკეტინგული აქტივობები 2012 წლიდან დაიწყო. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება პოლონეთში მთელი წლის მანძილზე ტარდება. შედეგიც სახეზეა: 2012 წელს საქართველოდან პოლონეთში ექსპორტი 1 მლნ ბოთლი იყო, გასული წლის ბოლოს ექსპორტირებული ღვინის რაოდენობამ 2,7 მლნ ბოთლს მიაღწია" - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ. პოლონეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. ზრდის ტენდენცია მიმდინარე წელსაც შენარჩუნდა - 2018 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 2,5 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 32%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
(NS)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)