10:54 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-11 09:52:58, 457 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერის შეფასებით, სავიზო რეგულაციების გამარტივება, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში შემომსვლელებისთვის სავიზო რეგულაციების გამარტივება დეტალური ანალიზის საფუძველზე მოხდა.

პრემიერის შეფასებით, სავიზო რეგულაციების გამარტივება, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

„ჩვენ დავამტკიცეთ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა 90 დღის ვადით ნებისმიერ 180 დღის პერიოდში. ამ ნუსხაში შედიან  მიგრაციისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მაღალი ხარისხით გამორჩეული ქვეყნები. კერძოდ, ევროკავშირისა და შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნები, ასევე ავსტრალია, აშშ, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ისრაელი, კანადა და სამხრეთ კორეა. ასევე, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს და ე.წ. მე-3 ქვეყნების მქონე მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ შენგენის, ევროკავშირის ან მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული 50 ქვეყნიდან ერთ-ერთი ქვეყნის ვიზა ან ბინადრობა მაინც, საქართველოში ვიზის გარეშე შემოვლენ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics