23:45 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-24 12:29:01, 1598 ნახვა

პოლიტიკა
საპრეზიდენტო არჩევნებს ეუთო-ს, ევროსაბჭოს და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 140-მდე წარმომადგენელი დააკვირდება

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის გერტ-ჰაინრიხ არენსის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებს ეუთო-ს, ევროსაბჭოს და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 140-მდე წარმომადგენელი დააკვირდება. 

მისივე თქმით, არჩევნების მიმდინარეობს ევროპარლამენტარებიც დააკვირდებიან. 

"დემოკრატიული არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესი საერთაშორისო ვალდებულებების, ასევე კანონმდებლობის გათვალისწინებით ჩატარდეს. არჩევნებს ეუთოს, ევროსაბჭოს და ნატოს საპარალამენტო ასამბლეის 140-მდე წარმომადგენელი, ასევე ევროპარლამენტარები დააკვირდებიან. დამკვირვებელთა ჯგუფები დაესწრებიან ხმის მიცემისა და ბიულეტენების დათვლის პროცესს საარჩევნო უბნებში. ჩვენს წინასწარ ანგარიშს არჩევნების მეორე დღეს პრეს-კონფერენციაზე წარვადგენთ", - განაცხადა არენსმა.

ცნობისთვის, ეუთო-ს ოდირის მისია საქართველოში გამართულ არჩევნებს 1999 წლიდან სისტემატურად აკვირდება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics