|
2018-10-19 17:17:51, 905 ნახვა
საზოგადოება
ყიფიანის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართება
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი მთაწმინდის რაიონში, ყიფიანის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც სასტუმროს მშენებელი კომპანიის მიერ ხელახლა დაქირავებული კონსტრუქტორ-გეოლოგებისა და მოსახლეობის მიერ მოწვეული ექსპერტის დასკვნებს გაეცნო. აღნიშნული დასკვნების მიხედვით, ამ ეტაპზე, კლდის ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს და გამაგრების სამუშაოები, რომელიც კომპანიამ ამ დრომდე განახორციელა, სწორადაა შესრულებული. ილია ელოშვილის განცხადებით, 22 ოქტომბერს, ყველა მხარის ჩართულობით შეხვედრა გაიმართება, რომელზეც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დეტალები განიხილება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, რა ფორმით გაგრძელდება აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა. „აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე თვის წინ ფერდობი ჩამოიშალა და შესაბამისად, მერიის სამსახურებმა მშენებლობა გააჩერეს. გეოლოგიის მთლიანად გადახედვა მოხდა, შემდეგი ეტაპი კი, დამცავი კედლის მოწყობა იყო იმისთვის, რომ გამაგრების დაუყოვნებლივი სამუშაოები ჩატარებულიყო. მომზადდა ორი ალტერნატიული დასკვნა. ერთი - თავად მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი კონსტრუქტორ-გეოლოგის, მეორე კი - კომპანიის მიერ ხელახლა დაქირავებული ახალი ექსპერტების მიერ. დღეს ამ დასკვნებს ჩვენ ერთმანეთს გავუცვლით. ჩვენთვის მოსახლეობისა და აქ დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება ნომერ პირველია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ დროისთვის, ფერდის ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს. შემდეგი ეტაპი არის ის, თუ რა ფორმით გაგრძელდეს მშენებლობა იმისთვის, რომ არანაირი საფრთხე მოსახლეობისთვის არ არსებობდეს“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. მოსახლეობის მიერ მოწვეული კონსტრუქტორ-გეოლოგის, დავით გიგინეიშვილის განმარტებით, გამაგრების სამუშაოები, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ დრომდე ჩატარდა, ჩამონაშალი ფერდის მდგრადობის შენარჩუნებისთვის ადეკვატურია, თუმცა ფერდის დარჩენილი ღია ნაწილი ტორკრედ-ბეტონის ფენით უნდა დაიფაროს.
(NS)
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)