22:51 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-19 15:24:12, 1594 ნახვა

პოლიტიკა
ჟვანია ბიულეტენში ვაშაძის ენმ-ს სახელით წარდგენაზე: ეს კანონთან აბსოლუტურად შესაბამისი გადაწყევტილებაა

„ეს იყო კანონთან აბსოლუტურად შესაბამისი გადაწყევტილება, ვინაიდან საარჩევნო კოდექსი არ ილევა საშუალებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ნაწილში შეეცვალოთ სახელი“, - ასე უპასუხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ გაერთიანებული ოპოზიციის, საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი ვაშაძეს, რომლის განმარტებითაც საარჩევნო ბიულეტენში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იქნება წარმოდგენილი.

თამარ ჟვანიას განმარტებით, ცესკო-მ იმ მუხლების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს არეგულირებს. 

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თავიდან, როდესაც დაარეგისტრირა კანდიდატები როგორც საპრეზიდენტო, ისე თვითმმართველობის არჩევნებში, მან თავისი თავი დაარეგისტრირა როგორც სუბიექტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მოგვმართეს საპრეზიდენტო არჩევნების ნაწილთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში ეს მომართვა ეხებოდა ცესკო-ს კომისიურ გადაწყვეტილებას. ცესკო-მ მიიღო გადაწყვეტილება იმ მუხლების საფუძველზე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს არეგულირებს და ეს იყო კანონთან აბსოლუტურად შესაბამისი გადაწყევტილება, ვინაიდან საარჩევნო კოდექსი არ ილევა საშუალებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ნაწილში შეეცვალოთ სახელი“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics