22:03 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-19 13:59:08, 859 ნახვა

საზოგადოება
ადვოკატი: სუბელიანს სხეულზე თვითმკვლელობის მცდელობის დროს მიყენებული დაზიანებები აღენიშნება

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის ადვოკატის ინგა ჩალაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ უცემიათ. 

როგორც ადვოკატმა განმარტა, სუბელიანს სხეულზე მხოლოდ თვითმკვლელობის მცდელობის დროს მიყენებული დაზიანებები აღენიშნება.

გარდა ამისა, ჩალაური სავარაუდოდ მირზა სუბელიანის მონაწილეობით გავრცელებულ ჩანაწერებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს სუბელიანზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით გაკეთდა. 

ადვოკატის შეფასებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

"მიმდინარეობს ფსიქოლოგიური შეტევა იმ ადამიანზე, ვინც დღეს პატიმრობაშია. სწორედ ასეთ ქმედებას ვგულისხმობ - ჩანაწერის გავრცელებას შედეგად მოჰყვა ის, რომ სუბელიანს ჰქონდა სუიციდის მცდელობა. ჩემი აზრით, ამ აუდიოჩანაწერების გავრცელება მიზნად ისახავდა ასეთი შედეგის დადგომას",-განაცხადა ინგა ჩალაურმა.

ცნობისთვის, მირზა სუბელიანი გუშინ სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც მოინახულა. მისი თქმით, რაიმე სახის ფიზიკურ ზემოქმედებას თავად სუბელიანიც უარყოფს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics