01:55 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-17 13:12:01, 1464 ნახვა

სამართალი
„საია“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რვა მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს

„საია“ ზურაბ ჯაფარიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რვა მუხლის ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

კერძოდ:

32-ე -  ადმინისტრაციული პატიმრობა;

33-ე - ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის დადების ზოგადი წესი;

233-ე - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე;

236-ე - მტკიცებულებანი;

237-ე - მტკიცებულებათა შეფასება;

240-ე - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი;

264-ე - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას გამოსაკვლევი გარემოებანი;

266-ე - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება;

საია მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული მუხლების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გულისხმობს თავისი ბუნებით/შინაარსით სისხლისსამართლებრივი სამართალდარღვევების განხილვა/გადაწყვეტას სათანადო საპროცესო გარანტიების (მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილების, უტყუარი მტკიცებულებების, უდანაშაულობის პრეზუმციის, მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის) გარეშე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველსა და მე-5 პუნქტებს და მე-40 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ერთადერთი ნორმატიული აქტია, რომელიც დღემდე მოქმედებს. მისი გამოყენებით ყოველდღიურად არაერთი პირის უფლებების არამართლზომიერი შეზღუდვა ხდება. საია წლების განმავლობაში აყენებს კოდექსის შეცვლის საკითხს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილება დაასრულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არაკონსტიტუციურ გამოყენებას და გამოიწვევს კანონმდებლობის სრულ რეფორმას“, - აღნიშნულია „საიას“ განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics