20:31 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-15 15:36:59, 2101 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში რეფორმების განხორციელების პროცესში, მსოფლიო ბანკი მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, სირილ მიულერს შეხვდა. 

ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერისა და იმ დახმარებისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი ქვეყანაში სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით ახორციელებს.   

საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის ახალ, გლობალურ ინიციატივას „ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტის შესახებ", რომელიც ითვალისწინებს ინტენსიური რეფორმების განხორციელებას განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში. 

ივანე მაჭავარიანმა იმედი გამოთქვა, რომ განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში დაგეგმილი ინტენსიური რეფორმების განხორციელების პროცესში, მსოფლიო ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ, მაღალი შეფასება მიეცა მიმდინარე წლის მაისში, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაციის პირველ ვიზიტს საქართველოში. 

შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობას, სტრუქტურულ რეფორმებს, ბიუჯეტის მხარდამჭერ პროექტებსა და ტექნიკურ დახმარებებს. 

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics