19:37 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 16:19:34, 565 ნახვა

რეგიონი
შუახევში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

შუახევის რესურსცენტრის სააქტო დარბაზში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის ა. რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, საკრებულოს წევრები ფატი ჭაღალიძე, ზაზა დავითაძე და სპმთპ-ის შუახევის რაიონული საბჭოს თავმჯდომარე ლევან ნატარაიძე ესწრებოდნენ.

სტუმრებმა პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.

 ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ბიბლიუსის ფასიანი წიგნის ვაუჩერით 3 წამყვანი პედაგოგი და პედაგოგები, რომლებიც წარმატებულები იყვნენ სასკოლო აქტივობებში, კონკურსებში, ოლიმპიადებში და წლის განმავლობაში დააგროვეს ყველაზე მეტი კრედიტ ქულა.

 მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება შუახევის მერიის მხარდაჭერითა და შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics