08:44 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 10:45:06, 2564 ნახვა

მსოფლიო
ივანკა ტრამპი გაერო-ში ნიკი ჰეილის ჩანაცვლებას არ აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვილის ივანკა ტრამპის განცხადებით, ის გაერო-ში მუდმივი ელჩის თანამდებობის დაკავებას არ აპირებს. 

შესაბამისი განცხადება ივანკა ტრამპმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. 

"ჩემთვის დიდი პატივია თეთრ სახლში არაჩვეულებრივ კოლეგებთან ერთად მუშაობა. დარწმუნებული ვარ პრეზიდენტი გაერო-ში ნიკი ჰეილის ღირსეულ შემცვლელს ნახავს, თუმცა ეს მე არ ვიქნები", - წერს ივანკა ტრამპი.

მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი შვილი გაერო-ში ელჩის პოსტზე შესანიშნავი იქნებოდა. მისივე თქმით ის სიამოვნებით დანიშნავდა ივანკას თანამდებობაზე, თუმცა მას ამის გამო ნეპოტიზმში დაადანაშაულებენ.

შეგახსენებთ, რომ გაერო-ში აშშ-ის ელჩის ადგილი ვაკანტური მას სემდეგ გახდა, რაც ნიკი ჰეილიმ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ოფიციალურად 9 ოქტომბერს გახდა ცნობილი. ნიკი ჰეილი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ოვალურ კაბინეტში შეხვდნენ, რის შემდეგად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰეილიმ გადადგომის თაობაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ 6 თვის წინ მიაწოდა. "იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს დაგვიბრუნდება, თანამდებობა შეუძლია თავად აირჩიოს", - განაცხადა ტრამპმა. 

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics