|
2018-10-09 13:37:56, 1057 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში პატიმრებს მაცივრით სარგებლობის უფლება მიეცათ
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში პატიმრებს მაცივრით სარგებლობის უფლება მიეცათ. 5 ოქტომბერს გამოცემული ბრძანებების შედეგად ცვლილებები იქნა შეტანილი საქართველოს თხუთმეტივე სასჯელაღსრულების დაწესებულების დებულებაში. ცვლილებების შედეგად, ყველა პატიმარს ყველა დაწესებულებაში უფლება ექნება, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს და საკანში შეიტანოს მაცივარი, რომლის მაქსიმალური მოცულობა შეიძლება იყოს 100სმX60სმX60სმ. აქამდე, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში მაცივრის შეძენის უფლება მხოლოდ დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასა და ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს ჰქონდათ. შესაბამისად, ამ უფლებით ვერ სარგებლობდნენ ბრალდებულები, საქართველოს 9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები და 5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა ნაწილი. ახალი ცვლილებების თანახმად, მაცივრით სარგებლობას ყველა პატიმარი შეძლებს, თუკი საკნის ინფრასტრუქტურა ამის საშუალებას იძლევა (საკანში არსებული ფართი, ელექტროსადენების მდგომარეობა). ასევე, წინასწარი ნებართვის გაცემისას, დაწესებულების დირექტორი შეაფასებს, აქვს თუ არა ბრალდებულს/მსჯავრდებულს თვითდაზიანებისაკენ მიდრეკილება, ან ჰქონია თუ არა სუიციდის მცდელობა და მხედველობაში მიიღებს სხვა ობიექტურ გარემოებებს პატიმრის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ახალი ბრძანებებით იკრძალება პატიმრისათვის მაცივრის ჩამორთმევა მხოლოდ იმიტომ, რომ მას დაეკისრა დისციპლინური სახდელი. „მოცემული ნივთის ქონა ჯანსაღი საკვების მიღების უფლებას უკავშირდება და პატიმრის ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი საწინდარია. ამიტომაც აიკრძალა მაცივრის ჩამორთმევა იმ შემთხვევაშიც კი, როცა პატიმარი არღვევს დაწესებულებაში ქცევის წესებს.“ - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში. მაცივრით მხოლოდ იმ შემთხვევაში ვეღარ ისარგებლებს პატიმარი, თუ გამოვლინდა ამ ნივთით არადანიშნულებისამებრ სარგებლობის ფაქტი, ან თუ მაცივრით სარგებლობისას პირი არღვევს სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს ან ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესებს, ან კიდევ თუ მაცივარი ან მისი ნაწილები გამოიყენება იმგვარად, რომ საფრთხე ექმნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ასეთ შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით მაცივარი გადაეცემა პატიმრის ოჯახის წევრს ან შესანახად მოთავსდება დაწესებულების საწყობში პირის გათავისუფლებამდე.
(NS)
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)