|
2018-10-09 13:06:28, 925 ნახვა
საზოგადოება
„ხელისუფლებამ პროვოკაციების აცილება ვერ შეძლო“ - გორის მერის რასისტული განცხადება და ორაზროვანი პოზიცია აგვისტოს ომზე
გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი ქართულ მხარეს ცხინვალის დაბომბვაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ ვიდეო ადგილობრივმა ტელევიზიამ გაავრცელა. როგორც კონსტანტინე თავზარაშვილმა დევნილებთან შეხვედრაზე აღნიშნა, 2008 წელს პირველი დაბომბვა ცხინვალის მიმართულებით საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს. „ჩვენთან არავინ არ იყო გაფრთხილებული. ხომ შეიძლებოდა აქედან რომ ისვრი, იქიდანაც გამოგიშვან საპასუხოდ. აქ რა მოხდებოდა წარმოგიდგენიათ ხომ? ჩვენ მეორე დილით გავიგეთ, თუ რა ხდებოდა 8 აგვისტოს. დაიწყო... კაციშვილმა არ ვიცოდით. თქვენ არ იცოდით. ამაზე კითხვას რომ უსვამთ, იმათაც რომ გამოესროლათ?! ჩვენ რომ აქედან დაბომბვა დავიწყეთ,იმათაც რომ ერთი გამოესროლათ რა გვეშველებოდა?!“ - აღნიშნა გორის მერმა. მან ასევე რასისტული ტერმინოლოგოთ მოიხსენია აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი და მას "ზანგი" უწოდა. თუმცა მოგვიანებით ამ ტერმინოლოგიისთვის ბოდიში მოიხადა. გორის მერის განმარტებით ცალსახად ომი რუსულმა მხარემ დაიწყო, თუმცა საქართველოს ხელისუფლება პროვოკაციებს არ უნდა წამოგებოდა. „მე მოსახლეობას ამას ვუხსნიდი, რომ ომი დაიწყო რუსეთმა, მაგრამ იყო ისეთი პროვოკაციები რუსეთის მხრიდან, რომ ჩვენ მთავრობას, მაშინდელ ხელისუფლებას შეეძლო ეს პროვოკაციები აეცილებინა და ამ ომში არ ჩაბმულიყო. ამასთან დაკავშირებით ჩვენი უცხოელი პარტნიორები, კონდოლიზა რაისი და მაშინდელი ელჩი მაილსი აფრთხილებდნენ მიხეილ სააკაშვილს, რომ ეს პროვოკაციები აუცილებლად იქნებოდა და არ წამოგებულიყო ამ პროვოკაციებს. თუ მექანიკურად რასისტული რაღაც წამომცდა, მე ამაზე ბოდიშს ვიხდი“, - განაცხადა გორის მერმა. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)