|
2018-10-08 17:31:34, 682 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო „პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018“-ს მხარდაჭერი გახდა
„საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018“-ის ერთ-ერთი მხარდამჭერი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გახდა. ურთიერთგაგების მემორანდუმს მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ, და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დურექტორმა, ეკა ურუშაძემ, მოაწერეს ხელი. „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, წელს პირველად გაიმართება. Meliora - ლათინური სიტყვაა და საუკეთესოს ნიშნავს; კოკნურსს Meliora ყოველწლიური სახე ექნება და გამოავლენს და დააჯილდოებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სფეროში განხორციელებულ საუკეთესო ინიციატივებსა და პროექტებს. ჟიურის წევრი, ელენ კოენი კონკურსის შესახებ - „მინდა წავახალისო კომპანიები მონაწილეობა მიიღონ CSR კონკურსში, რადგან ის კომპანიები, რომლებიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებენ, უნდა გახდნენ მისაბაძი მაგალითი სხვებისათვის. საუბარი იმაზე, თუ რას აკეთებს შენი კომპანია საზოგადოების საკთილდღეოდ და ამისათვის დაფასება და აღიარება არის ნაწილი შენი კომპანიის ზრდისა“ - ელენ კოენი შესულია მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მდგრადი განვითარების ლიდერთა ათეულში. საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი, ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციებთან, ბიზნესპლატფორმებსა და სამთავრობო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით იმართება, როგორიც არის: საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC), საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG), ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დასვის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA) და თბილისის მერია. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ, როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს, რომელთაც 11 ოქტომბრამდე, ვებგვერდის - www.meliora.ge- საშუალებით, უნდა წარმოადგინონ 2017-2018 წლებში განხორციელებული CSR პროგრამები, პროექტები თუ ინიციატივები. კომპანიებს კონკურსში განაცხადების წარდგენა შეუძლიათ 6 ძირითად და 3 სპეციალურ კატეგორიაში, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ყველა სფეროს მოიცავს. უმაღლესი ჯილდო (გრანპრი) - წლის პასუხისმგებელი ბიზნესის წოდება მიენიჭება ცალკე მსხვილ და ცალკე მცირე / საშუალო ზომის კომპანიას, რომლებიც საუკეთესოდ წარმოაჩენენ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთგულებას მთლიანი კომპანიის მასშტაბით. კონკურსი იმართება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" (2017 -2020) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ოთხი ქართული ორგანიზაციის კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.
(NS)
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)