|
2018-10-06 10:47:01, 2356 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის ქუჩების ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია
შინაგან საქმეთა სამინისტრო „თბილისობასთან“ დაკავშირებით, საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ "თბილისობის" დღესასწაულზე დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით: მოძრაობა აკრძალულია ევროპის მოედანზე, მეტეხის ხიდზე, ასევე აბანოთუბნიდან გორგასლის მოედნის მიმართულებით. მოძრაობა შესაძლებელია თუმანიანის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით. ასევე შეზღუდვებია რესპუბლიკის მოედანზე. რუსთაველიდან მოძრავი ნაკადი იმოძრავებს რესპუბლიკის მოედნის გავლით კოსტავას ქუჩის მიმართულებით, ხოლო მელიქიშვილი კოსტავას ქუჩიდან მომავალი ნაკადი იმოძრავებს ელბაქიძის დაღმართის გავლით სანაპიროს მიმართულებით აგრეთვე მოძრაობა შეიზღუდება ახვლედიანის მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე სრულად დაიკეტა ბარათაშვილის მარცხენა პანდუსი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია მისთვის განკუთვნილ ზოლში, კერძოდ, ახვლედიანიდან ბარათაშვილის ხიდისა და წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მიმართულებით. გარდა ამისა, დღეს 23:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ოქროყანაში, მთაწმინდის პარკის მიმართულებით. გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც განლაგებული იქნება შინდისი-ოქროყანის გზაჯვარედინზე. მოძრაობა "თბილისობის" დღესასწაულის დასრულებისთანავე სრულად აღდგება“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)