15:20 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 19:08:14, 1898 ნახვა

საზოგადოება
მერაბიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დაგეგმილ კონსილიუმს ოჯახის მიერ მიწვეული მედიკოსები დაესწრებიან

კლინიკა "მედიქლაბ ჯორჯიაში", სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილია გადაყვანილი, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმების კონსილიუმი იმართება.

კონსილიუმში მონაწილეობას მერაბიშვილის ოჯახის მიერ მოწვეული მედიკოსებიც იღებენ. კერძოდ, კონსილიუმში მონაწილეობენ ონკოქირურგი, ნეიროქირურგი და თერაპევტი. მოწვეული სპეციალისტები ყოფილი მინისტრისთვის ჩატარებული კვლევების პასუხს გაეცნობიან. 

მერაბიშვილის ადვოკატები იმედოვნებენ, რომ ყოფილ შს მინისტრს დიაგნოზს დღეს მაინც დაუსვამენ.

„შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ ადამიანს ორი თვის განმავლობაში მკურნალობა არ უტარდება, იმიტომ, რომ არ ვიცით, რა სჭირს მას. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გვაქვს, ვინაიდან ორი ვის განმავლობაში ეს უკვე მე-5 კლინიკაა, აქამდე ჯერ დიაგნოზი ვერ დასვეს. არაფერს გამოვრიცხავ, არც იმას, რომ დიაგნოზი დღესაც ვერ დასვან, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ დასვამენ“,- განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics