19:25 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 13:10:01, 2112 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიცია პარლამენტში შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს იბარებს

საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძეს იბარებს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, მინისტრთან და მთავარ პროკურორთან კითხვები "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს. 

„100% დადასტურებული ფაქტია, ბანკიდან გამოიტანეს 4 მილიონი ლარი, ჩადეს ტომარაში, ჩაუდეს მანქანაში ვიღაც ბანდიტებს, არის საბუთი, არის მტკიცებულება ფულის გამოძალვის ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ეს არის მაფიოზური ჯგუფის მიერ დატერორება კონკრეტული ბიზნესი. ამ ისტორიას ვერ წაშლის ხელისუფლება, იმიტომ, რომ საბანკო ჩანაწერები შეუძლებელია გაქრეს, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს პროკურორი და შს მინისტრი, ყველა პირი, რომელიც ჩართულია, მოვიდეს პარლამენტში და კითხვებს პასუხები გასცეს", - აღნიშნა ხოცირიძემ. 

შს მინისტრისგან კითხვებზე პასუხს "ევროპული საქართველოც" ელოდება. 

„როდესაც ვსაუბრობთ სისტემურ კორუფციაზე, რა თქმა უნდა, პარლამენტში პასუხი უნდა გაეცეს იმ შეკითხვებს, რომელიც საზოგადოებას აქვს", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ცნობისთვის, გიორგი გახარია, სკანდალური ჩანაწერების ერთ-ერთი ფიგურანტია, რომელიც ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას, ბიზნეს ომბუდსმენის სტატუსით ესწრებოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics