20:52 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-02 19:25:12, 2053 ნახვა

სამართალი
ზაზა ოქუაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

პროკურატურის ინფორმაციით, მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვის მიზნით ზაზა ოქუაშვილი 4 ოქტომბერს პროკურატურაში დაიბარეს. 

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიება ტარდება. 

„სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ,  2018 წლის 14 სექტემბერს, ზ.ო.-ს  ადვოკატმა პროკურატურას  განუმარტა,  რომ  მისი დაცვის ქვეშ მყოფი,  სექტემბრის  ბოლოს, დიდი ბრიტანეთიდან  საქართველოში დაბრუნების  შემდეგ  გამოცხადდებოდა გამოკითხვაზე. ამ ეტაპისთვის საგამოძიებო უწყებამ გამოკითხა ჩანაწერებში სავარაუდოდ მონაწილე პირები, ომეგა ჯგუფში შემავალი სამი კომპანიის დირექტორი და კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამასთან, ყველა ის აუდიოჩანაწერი, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას სხვადასხვა მედიასაშუალებებით  გავრცელდა, თან დაერთო სისხლის სამართლის  საქმეს.  გამოძების ფარგლებში, აუდიოჩანაწერების ავთენტიკურობის და მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიება. გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ქ. თბილისის პროკურატურაში  2018 წლის 12 სექტემბერს დაწყებული გამოძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics