14:16 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-01 18:22:54, 1212 ნახვა

საზოგადოება
მშვიდობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი კვირეული გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნების განყოფილება აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირი „ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარება“-ს ორგანიზებით ვალერი არქანიას არტ-გალერეაში მშვიდობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი კვირეულის დახურვის ცერემონია გაიმართა.

მშვიდობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი კვირეული - „მშვიდობა უდრის მომავალს“ 21 სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე აფხაზეთის მთავრობისა და განათლების და კულტურის სამინისტროს სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში მიმდინარეობდა. დახურვის ღონისძიებაზე კვირეულის აქტივობებში მონაწილე ბავშვებს დიპლომები გადაეცათ. ასევე, ხანდაზმულთა დღესთან დაკავშირებით, სათნოების სახლ „კათარზისის“ ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია, არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი-მადლი“ ხელმძღვანელი ფლორა შენგელია, ქველმოქმედი გულიკო ორაგველიძე და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics