|
2018-09-27 16:45:49, 1610 ნახვა
საზოგადოება
ყაზბეგის გამზირის N29 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი განახლდა
საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირის N29 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1 600 კვადრატული მეტრის ფართობზე არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, სკვერში ორი საბავშვო მოედანი განთავსდა და სხვადასხვა ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. სკვერში განთავსდა სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურაც. საბურთალოს გამგებელმა გაიზ ვასაძემ, მე-5 ოლქის მაჟორიტარ დეპუტატ დავით უთმელიძესთან და ამავე ოლქის პარლამენტის დეპუტატ ნინო გოგუაძესთან ერთად, განახლებული სკვერი დაათვალიერა. „გარშემო ძალიან ბევრი საცხოვრებელი სახლია, რის გამოც, აღნიშნული სკვერის რეაბილიტაცია გადავწყვიტეთ. ვფიქრობ, ძალიან ლამაზი რეკრეაციული სივრცე გამოვიდა და რაც ყველაზე მთავარია, მოსახლეობა კმაყოფილია. ჩვენი მიზანია, ქალაქში რაც შეიძლება მეტი, არა მარტო გამწვანებული, არამედ კომფორტული დასასვენებელი ადგილი არსებობდეს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სკვერის მოწყობის სამუშაოები, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 91 824 ლარი გამოიყო, კომპანია „გრინსერვის+“-მა განახორციელა. საბურთალოს გამგეობის მიერ, აღნიშნულ მისამართზე სპორტული მოედანი და ფიტნეს ზონაც მოეწყო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)