09:23 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-08 16:29:26, 394 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ივანიშვილს და სასამართლო ხელისუფლებას შორის არანაირი შეთანხმება არ მომხდარა და არც მოხდება

საპარლამენტო უმრავლესობაში ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეებს შორის შემდგარი საიდუმლო შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ. პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე მათ შორის რაიმე სახის შეთანხმებას გამორიცხავს. 

კობახიძის თქმით, სასამართლო დღეს დამოუკიდებელია.

„არანაირი შეთანხმება ბატონ ბიძინასა და სასამართლო ხელისუფლებას შორის არ არის, არ მომხდარა და არც მოხდება. დღეს სასამართლო არის ყველაზე მეტად დამოუკიდებელი და თავისუფალი, ვიდრე იყო წინა წლებში და ჩვენი მიზანია, რომ ის იყოს კიდევ უფრო მეტად თავისუფალი და დამოუკიდებელი. თითოეული ინდივიდუალური მოსამართლე იყოს დამოუკიდებელი სასამართლოს თავმჯდომარეებისგან, კოლეგიების თავმჯდომარეებისგან, როგორც იყო ეს პრაქტიკაში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ რეფორმას მივიყვანთ ბოლომდე“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

ცნობისთვის, "თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეებს შორის ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით საიდუმლო გარიგება შედგა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics