15:54 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-26 21:20:52, 2085 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ენერგეტიკის სექტორის რეფორმის შედეგად საქართველოს რეგიონალური ენერგოჰაბის როლი გაძლიერდება

ენერგეტიკის სექტორის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა უძღვებოდა.

რეფორმის მხარდამჭერი პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) დაფინანსებით ხორციელდება და საქართველოს ენერგეტიკის სექტორში „ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში" გაწევრიანების შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულებასა და ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირებას ისახავს მიზნად.  პროექტი 4-წლიანია და ითვალისწინებს საქართველოსთვის საბიუჯეტო დახმარების გამოყოფას 74 მლნ ევროს ფარგლებში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის აუცილებლობას და ამ პროცესში დონორების და ფინანსური ინსტიტუტების დახმარების მნიშვნელობას. მისი თქმით, რეფორმა ელექტროენერგეტიკისა და გაზის სექტორში თავისუფალ და კონკურენტულ ბაზარს ჩამოაყალიბებს, რაც ინვესტორებს მისცემს მეტ გარანტიებს, გააძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და განამტკიცებს ენერგოსისტემის საიმედოობას.

ნათია თურნავას განცხადებით, რეფორმების განხორციელების შედეგად კონკურენციის ხელშეწყობით და ლიკვიდურობის ზრდით მოხდება მომხმარებლისათვის უწყვეტი, მაღალი ხარისხის და სამართლიანი ფასის მქონე ენერგიის მიწოდება. მისი თქმით, ასევე მოხდება ვაჭრობის განვითარება მეზობელ ქვეყნებთან და ევროკავშირთან და საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის როლის გაძლიერება, ასევე ენერგოეფექტური ღონისძიებების წახალისება, განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება და სხვ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წლის ბოლომდე გეგმავს  ენერგეტიკის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას, ელექტროენერგეტიკის ბაზრის დიზაინის პროექტის მიღებას და მთავრობისთვის წარდგენას, ასევე განახლებადი ენერგიების კანონპროექტის, განახლებადი ენერგიების სამოქმედო გეგმის და ენერგოეფექტურობის კანონპროექტის მომზადებასა და განსახილველად გადაგზავნას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics