11:51 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-26 18:35:02, 1820 ნახვა

საზოგადოება
ხმაური პარლამენტთან - სარალიძესა და მაჩალიკაშვილს კარვების გაშლის უფლება ისევ არ მისცეს

პარლამენტის შენობასთან, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე და პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აქცის მართავენ, კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე აქციის მონაწილეები კარვების გაშლას კვლავ ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. აღნიშნულს სარალიძისა და მაჩალიკაშვილის გაღიზიანება მოჰყვა. მათ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ვითარება ამ დროისთვის განმუხტულია. ადგილზე ათობით პოლიციელი იმყოფება.

ამასთან, ცოტა ხნის წინ „ქრონიკა+“-ის მთავარმა რედაქტორმა ელისკო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 20:00 საათზე, სარალიძე და მაჩალიკაშვილის საგანაგებო განცხადებას გააკეთებენ.

ცნობისთვის, დღეს ინციდენტი რუსთაველის გამზირზეც მოხდა, სადაც სამართალდამცველებმა სარალიძის მანქანა გააჩერეს და მას კარვები ჩამოართვეს. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, პოლიციას არ განუმარტავს, რის საფუძველზე ახდენს კარვების ჩამორთმევას.

„ექსპრესნიუსი“ მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics