16:07 - 14 Jun, 2026
|
2015-06-08 11:37:07, 692 ნახვა
სამართალი
შსს-მ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და იარაღის გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ალიკ ბ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტისა და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ გადმოიტანა ცეცხლსასროლი და ცივი იარაღები. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით ცეცხლსასროლი იარაღის გადმოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი და 214-ე მუხლის მეოთხე ნაწილით).
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)