17:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 17:14:17, 2046 ნახვა

სამართალი
სააპელაციომ მამის ავტომანქანის დაზიანებისთვის მსჯავრდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და მამის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანებისთვის მსჯავრდებული ს.ტ.-ს მიმართ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული ჯარიმა თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 14 აპრილს, ახალქალაქის რაიონის სოფელ მოდეგაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.ტ.-მ მამამისის ავტომანქანა ხის ძელის გამოყენებით დააზიანა.

„ს.ტ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111 ,187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანება) წარედგინა. ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ  2018 წლის 22 მაისის განაჩენით ს.ტ.  დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა, რაც ბრალდების მხარემ სასჯელის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ს.ტ.-ს ჩადენილი  დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics