15:36 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 15:47:15, 2210 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილმა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს უმასპინძლა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) გენერალურ დირექტორს მონიკ ელუას უმასპინძლა. 

შეხვედრაზე მინისტრმა ვეტერინარიის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და ყურადღება  ქვეყანაში ვეტერინარული განათლების, როგორც რეგულირებადი პროფესიის მნიშვნელობასა და მის პოპულარიზაციაზე გაამახვილა.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ თანამშრომლობისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ევროპის რეგიონული კომისიის 28-ე კონფერენცია თბილისში გაიმართა. სწორედ ასეთი ღონისძიებები უწყობს ხელს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის დამკვიდრებას ცხოველთა ჯანდაცვის უსაფრთხოების კუთხით,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ჩართულობა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ კომისიაში ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ მზად ვართ, დახმარება გაგიწიოთ საკანონმდებლო ცვლილებების შეტანის კუთხით და  ხელი შევუწყოთ საქართველოს საექსპორტო პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდას, რაც ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი კომპონენტია,“ - განაცხადა მონიკ ელუამ.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ ლევან დავითაშვილი და მონიკ ელუა ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის 32-ე შეხვედრას დაესწრნენ, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ხელმძღვანელობდა. სამეთვალყურეო ჯგუფის წევრებმა OIE-ს წარმომადგენლებს ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნულ პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაცია გაუზიარეს და  შემდგომი ნაბიჯების განხორციელების გზები და  ახალი წევრების მიღების საკითხი განიხილეს.

შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს მსხვილფეხა პირუტყვის ვირუსული დაავადების ნოდულარული დერმატიტის (Lumpy Skin Disease) საწინააღმდეგო ღონისძიებებზე, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებასა და რესურსს უთმობს.

სამეთვალყურეო ჯგუფის შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) და ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) და საერთაშორისო ორგანზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა აყალიბებს ხედვას, ამოცანებს, მიზნებსა და სპეციფიკურ პრიორიტეტებს, რათა გაუმჯობესდეს ცხოველთა ჯანმრთელობა და განვითარდეს ვეტერინარული სექტორი. ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის სამუშაო შეხვედრები პერიოდულად, სამ თვეში ერთხელ იმართება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics