15:36 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 11:47:53, 1781 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - რუსეთი სამწუხაროდ, კვლავ ცდილობს, დაბრკოლებები შეუქმნას ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს

საქართველოს მთავრობა მტკიცედ დგას კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების გზაზე; რუსეთი კი სამწუხაროდ, კვლავ ცდილობს, დაბრკოლებები შეუქმნას ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია Fox-ის ეთერში, გადაცემა Special Reports-ის წამყვან ბრეტ ბაიერთან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროდ, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და აგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ.

"ბევრი ქართველი იძულებული იყო, დაეტოვებინა საკუთარი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა მტკიცედ დგას კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების გზაზე. სამწუხაროდ, რუსეთი კვლავ ცდილობს, დაბრკოლებები შეუქმნას ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა საკმარისად მკაცრი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან მიმართებაში, მამუკა ბახტაძემ უპასუხა, რომ ძალიან იმედისმომცემი იყო პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება რუსეთთან დიალოგის წარმართვასთან დაკავშირებით, რადგან დიალოგი უალტერნატივოა.

"თუმცა, ასევე უნდა გავითვალისწინოთ რეგიონის კონტექსტიც, რადგანაც არასტაბილურობა და, შესაბამისად, გამოწვევებიც იზრდება. მაგრამ პირდაპირი დიალოგი რუსეთთან უმაღლეს დონეზე არის ძალიან ნაყოფიერი და პოზიტიური ნაბიჯი", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics