15:15 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-19 17:48:18, 3030 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ ბატიაშვილს ფრაქციის სხდომაზე იბარებს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი ფრაქციის სხდომაზე დაიბარა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ფრაქციის მიერ მინისტრის დაბარება ეხება ზოგიერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ავტორიზაციის ვადის გადავდებას. 

„კერძოდ, ფრაქცია განათლების მინისტრს სთხოვს სხდომაზე დაუსაბუთოს თუ რა მოტივით ხდება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათის, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა 2018/2019 წლებში გასდის/გაუვიდა,  ავტორიზაციის ვადის 2020 წლამდე გადავადება და წარუდგინოს აღნიშნული უნივერსიტეტების სია“, - ნათქვამია განცხადებაში.

მინისტრს, ფრაქციის სხდომაზე, მომდევნო კვირის ბოლომდე ელიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics