|
2018-09-19 13:53:45, 4934 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპი: სექსი ტაბუ არ არის, ის ღვთის საჩუქარია
რომის პაპის ფრანცისკეს შეფასებით, სექსი და სექსუალურობა ტაბუ არ არის და ის ღვთის მიერ ბოძებული საჩუქარია, - ამის შესახებ Cruxnow იუწყება. როგორც ფრანცისკემ აღნიშნა, კაცსა და ქალს შორის ურთიერთობას ორი მიზანი აქვს: უყვარდეთ ერთმანეთი და ახალი სიცოცხლე შექმნან. "სექსი ღვთისგან ბოძებული საჩუქარია. არანაირი ტაბუ. სექსი სიყვარული და ახალი სიცოცხლის დაბადებაა. როდესაც ქალსა და კაცს შორის ვნებიანი სიყვარულია, ეს მათ უკვდავებას ანიჭებს. ამ სიყვარულში მთელი სულით და სხეულით ხარ ჩართული. ღმერთმა შექმნა ადამიანი თავისი თავის მსგავსად, კაციც და ქალიც. ამიტომ, ქორწინების შემდეგ ისინი ერთნი ხდებიან", - განაცხადა რომის პაპმა. მან აგრეთვე პორნოგრაფიაზეც ისაუბრა: "სისუსტეების და ჩავარდნების გამო, ადამიანები ხანდახან იყენებენ თავიანთ სექსუალურობას სხვა, არა ლამაზი მიზნებისთვის. ასეთი სექსუალურობა, მოწყვეტილია რეალობას", - განაცხადა პანტიფიკოსმა და დასძინა, რომ პორნოინდუსტრია ტყუილების გენერატორია და რეალობასთან არანაირი კავშირი აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)