05:31 - 26 Jun, 2026
|
2018-09-19 11:24:53, 4422 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავეს [ვიდეო]
ესპანეთში სამართალდამცველებმა ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავეს, - ამის შესახებ MSN იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, თხუთმეტივე პირი საქართველოს მოქალაქეა. დაკავებულებს შორის ერთი ე.წ. კანონიერი ქურდია, თუმცა მისი ვინაობა არ სახელდება. ცნობილია, მხოლოდ ის, რომ მამაკაცი 53 წლისაა და წარსულში რუსეთში იყო ნასამართლევი. მედიის ცნობით, დაკავებულებს ბრალად ბარსელონაში ათეულობით ბინისა და სახლის გაძარცვა ედებათ. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 13 ათასი ევრო, ორი კილოგრამი ოქროს ნაკეთობა და ბინის გაქურდვისთვის საჭირო ინსტრუმენტები ამოიღეს. 13 დაკავებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო ორი გირაოთი გაათავისუფლა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)