07:18 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-18 10:46:47, 2300 ნახვა

კომენტარი
ინაშვილი: არ ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას - ნატო ჩხეიძის წასვლა ფრაქციის დაშლას გამოიწვევს

„საქართველოს პატრიოტების“  თავმჯდომარის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ფრაქციის დატოვების შესახებ დეპუტატ ნატო ჩხეიძის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, ჩხეიძესა და ფრაქციის წევრებს შორის არავითარ დაპირისპირებას არ ჰქონია ადგილი.

„გაოცებული ვარ იმით რასაც ვისმენ, იმიტომ, რომ ნამდვილად არ ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას. არავითარი დაპირისპირება ამ ორი წლის მანძილზე ჩვენს შორის არ ყოფილა. თუ ქალბატონი ნატო ჩხეიძე დატოვებს ჩვენს ფრაქციას, ცხადია დაიშლება ჩვენი ფრაქცია, მაგრამ ჩვენ გვაქვს გეგმა და ვიმოქმედებთ ამ გეგმის თანახმად“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის წევრი, ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“ ტოვებს. მისი თქმით, დეტალებზე უფრო ვრცლად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics