06:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-17 16:57:34, 1976 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილი იქნება ზეპარტიული ლიდერი, ამაში ეჭვიც არავის ეპარება

„სალომე ზურაბიშვილი, დარწმუნებულები ვართ, რომ იქნება ზეპარტიული ლიდერი, ამაში ეჭვიც არავის ეპარება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან გამოყოფილი პარტიები საპრეზიდენტო არჩევნებზე წარმატებას ვერ მიაღწევენ.

„კონტექსტიდან ამოგლეჯის გარეშე, ქალბატონი სალომე საუბრობს სწორად, ჩემთვის რა თქმა უნდა, გასაკვირი არ იყო ეს განცხადება, ეს იყო სწორი განცხადება. ის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი ამ ქვეყანაში, ის, რომ რუსეთი არის აგრესორი ამ ქვეყანაში, ამას გადახედვა არ სჭირდება ნამდვილად და ამასვე ამბობს ქალბატონი სალომე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რის გამოც მხარს ვუჭერთ თავისი ევროპული ბეგრაუნდით და თავისი ქართველი ფესვებით, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. და ის, რომ სალომე ზურაბიშვილი, დარწმუნებულები ვართ, რომ იქნება ზეპარტიული ლიდერი, ამაშიც ეჭვი არავის ეპარება, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ტრენდია, რომ საკუთარი უპასუხისმგებლო, მოღალატეობრივი პოლიტიკა გადააბრალოს სხვას, სხვა გამოაცხადოს მოღალატედ, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ვერცერთი დანაყოფი ამ გადაბრალებით, დასმენებით, ცილისწამებითა და თავისი პროვოკაციული ქმედებების გზით წარმატებას ვერ მიაღწევს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics