14:18 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-16 10:10:52, 3115 ნახვა

პოლიტიკა
მარიხუანას კანონთან დაკავშირებით მღვდლები სამებისკენ მსვლელობას მოაწყობენ

მარიხუანას კანონპროექტთან დაკავშირებით,  სასულიერო პირები სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობას მოაწყობენ, – ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ თბილისის საკრებულოსთან მარიხუანას თემასთან დაკავშირებით პარაკლისის გადახდის შემდეგ განაცხადა.

სამების ტაძარში ღვთისმსახურება, კვირას, 10.00 საათიდან დაიწყება.

საკრებულოსთან შეკრებილმა სასულიერო პირებმა კანაფის წარმოებასა და ექსპორტის შესახებ კანონპროექტი გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ თბილისის სამღვდელოება დღეს შეიკრიბა და გადაწყვიტა განცხადება გაეკეთებინა.

„ჩვენ მრევლის პოზიციას გამოვხატავთ. მრევლმა გვაიძულა გამოვსულიყავით აქ. მრევლი გვეუბნება, რას ვაკეთებთ, როგორ შეიძლება ეს აღმოვფხვრათ. დღეს ამას დააკანონებენ, ხვალ და ზეგ სხვა უზნეობებს. ამისთვის არასდროს იქნება ქვეყანა მზად. ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics